|
2015-09-16 15:45:27, 755 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაკურიანში კოხტა-მიტარბის ახალი საბაგირო გზის მშენებლობა დაათვალიერა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დღეს დაბა ბაკურიანს ეწვია და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კოხტის მთაზე მონტაჟდება ახალი საბაგირო შუალედური სადგურით, რომლის მშენებლობაც 2015 წლის ბოლოს დასრულდება, მის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, აშენდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები. დაბა მიტარბის ტერიტორიაზე კი დამონტაჟდება ორი საბაგირო და ერთი საჩოჩიალო, რომლის მშენებლობაც 2016 წლის ბოლოს დასრულდება, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 300 საზოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა- სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში. კოხტისა და მიტარბის მთაზე დამონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის „დოპელაიერის“ საბაგირო. პროექტი ხორციელდება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით. კოხტა, მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტს სახელმწიფოს მთავრობა 48 მილიონი ლარით დააფინანსებს, კერძო ინვესტორი კი 70 მილიონი ლარს გამოყოფს. რაც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიცია იქნება სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით. საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს კომპანია „ბლექ სი გრუპი“. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ამირან მამუჭაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დღეს სამუშაოების მიმდინარეობის კუთხით არსებული ვითარება პირადად გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ზედა სადგურზე ბეტონის საძირკვლის სამუშაოები უკვე შესრულებულია. ასევე შემოსულია ის მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც საბაგიროს მოსაწყობადააა საჭირო. მინისტრის ინფორმაციით, სამუშაოები დათქმულ ვადებში ხორცილედება და დეკემბრის ბოლოს კოხტა- მიტარბის ტერიტორიაზე უკვე ახალი საბაგირო გზა დაიწყებს ფუნქციონირებას.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)