|
2020-09-22 12:14:59, 726 ნახვა
რეგიონი
მალე ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობა დაიწყება - უნიკალური პროექტი სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წელიწადში დასრულდება
23 კმ სიგრძის, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია, ასევე, საცალფეხო გადასასვლელები, საფეხმავლო ბილიკები, ქვეითთა/პირუტყვთა გადასასვლელები და სხვ. - სწორედ ამ ელემენტებს მოიცავს უნიკალური, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი, რომლის განხორციელებასაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს. პროექტის საერთო ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო პროცესის მონიტორინგს კი ახორციელებს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია UBM INTERNATIONAL UNITED CONSULTANTS INC. შემსრულებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია, უახლოეს მომავალში კი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აცხადებს, მშენებლობისას გამოყენებული იქნება უნიკალური, მაღალტექნოლოგიური მეთოდები. ერთ-ერთი ასეთი მეთოდი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობისთვის გამოიყენება. ქარსელაძე განმარტავს, რომ ამ გვირაბის გასაყვანად ჩინეთიდან საქართველოში სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი მანქანა, ე.წ. თიბიემი ჩამოვა. „კარგია ის, რომ მიუხედავად ეპიდვითარებისა, ე.წ. თიბიემი დროზე ადრე ჩამოვა. შესაბამისად, პროექტს დროულად განვახორციელებთ. ყველაზე ხანგრძლივი სწორედ ამ 9 კმ-იანი სიგრძისა და 15 მეტრიანი დიამეტრის მქონე გვირაბის მშენებლობაა. ეს არის ყველაზე თანამედროვე, დახვეწილი და მინიმალური ზეგავლენის მქონე მეთოდი. ეს არის აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკა და, შესაბამისად მეთოდი, დახვეწილია. არსებობს ამ მეთოდის გამოყენების მრავალი წარმატებული მაგალითი,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე. მისივე განმარტებით, უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან 3 წლის შემდეგ დასრულდება მისასვლელი გზის მშენებლობა. რაც შეეხება უნიკალურ გვირაბს, რომელიც ქვეშეთი-კობის გზის პროექტის განუყოფელი ნაწილია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 4 წლის თავზე იქნება მზად. საბოლოოდ, ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტი სამუშაოების დაწყებიდან სრულად 4 წელიწადში ჩაბარდება.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)