17:22 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 14:26:11, 696 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება არ უნდა გახდეს მოდუნების საფუძველი

აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში არსებული ეპიდ-სიტუაცია.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 24 საათიან რეჟიმში ხდება გადაწყვეტილებების მიღება. ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები და კლინიკური ჯგუფი სრულად აკონტროლებს სიტუაციას და მართავს პანდემიის გავრცელების რისკებს.

 ,,მინდა აღვნიშნო, რომ არ გვაქვს მოდუნების საფუძველი და მნიშვნელოვანია ყველა არსებული წესის დაცვა, რაც მოგვცემს საშუალებას საშუალოვადიან პერსპექტივაში სრულად დავასტაბილუროთ მდგომარეობა. სიტუაცია არის მართვადი. ხდება კონტაქტების მიდევნება, ლაბორატორიული ნიმუშების აღება, რაც  გვაძლევს საშუალებას გამკაცრებულ კონტროლთან ერთად ვირუსი ვმართოთ ეფექტურად" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რეგიონში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ტესტირება. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება 4000-მდე  ლაბორატორიული ნიმუშის აღება და დამუშავება. გაფართოვდა კლინიკების რაოდენობა. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება და მობილიზებულია 600-ზე მეტი საწოლი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics