00:57 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 14:01:26, 745 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი - როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ მასთანაც ვიქნებით

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების დასწრებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ისინი მათთანაც იქნებიან. მეუფემ განმარტა, რომ ეკლესია ყოველთვის არსებულ ხელისუფლებას უჭერს მხარს.

„როდესაც ოპოზიცია მოვა პოზიციაში, ჩვენ ასევე ვიქნებით მასთან. ყველა თაობაში, ეკლესია ყოველთვის უჭერს არსებულ ხელისუფლებას მხარს.  ვისაც კი თბილი დამოკიდებულება ექნება ეკლესიასთან, აუცილებლად გავხდებით მათი მხარდამჭერები“, - ამბობს მეუფე ანტონი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ პარტიულ შეკრებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე დაესწრნენ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics