|
2020-09-17 15:18:44, 820 ნახვა
კომენტარი
მარკ მაკკორდი: მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა
„საქართველოს მთავრობამ შესანიშნავად გაართვა თავი მოცემულ რეალობას და ყველაფერი გააკეთა, რათა შესაძლებელი გახდეს ტურიზმის აღდგენა ისე, რომ დაცული იყოს ერთდროულად მოსახლეობისა და ტურისტების ჯანმრთელობა და ამ მიმართულებით ქვეყნის მთავრობა სამაგალითოა მსოფლიოს მასშტაბით", - ამის შესახებ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა განაცხადა, რომელმაც თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში მიმდინარე ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. მარკ მაკკორდის შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება უკიდურესად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. „ჩვენ ვცდილობთ მოვერგოთ კორონა-პანდემიით გამოწვეულ რეალობას და ავაღორძინოთ ტურიზმი მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა, აქ, საქართველოში, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მოუთმენლად ველით საერთაშორისო ტურისტების ქვეყანაში დაბრუნებას. USAID უსაფრთხოების პროგრამა და USAID საქართველო ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მრავალი წელი უჭერს მხარს და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღევანდელი ღონისძიების სპონსორები ვართ", - აღნიშნა მან. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, ხელახლა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, თუმცა, ის დარწმუინებულია, რომ საერთაშორისო ტურისტები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან საქართველოში. „ჩვენი პროგრამა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოში საქართველო, როგორც ტურისტების დანიშნულების ადგილი, მუდამ ყურადღების ცენტრში იყოს. შესაბამისად, საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანას დიდი რაოდენობით საერთაშორისო ტურისტები დაუბრუნდებიან", - განაცხადა მარკ მაკკორდმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)