|
2020-09-17 12:34:56, 596 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: „თბილისის დეკლარაცია“ შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ჩვენი დედაქალაქის სახელი ჰქვია ასეთ მნიშვნელოვან დროს UNWTO-ს მიერ მიღებულ დეკლარაციას, რომელიც შეეხება გლობალურად მსოფლიო ტურიზმის მომავალს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მიერ მიღებული დეკლარაციის კომენტირებისას განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ე. წ. „თბილისის დეკლარაცია" შეიცავს იმ პოლიტიკის ძალიან პოზიტიურ შეფასებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს, რათა ქვეყანა, ტურიზმი იყოს უსაფრთხო და ჩვენი როლი გლობალურ ტურიზმში კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიება გრძელდება ფორუმით, რომელსაც კერძო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებიან - ფორუმი ტურიზმის სექტორში ინვესტიციების თემას ეძღვნება. „საქართველო ამ მხრივ არის ერთ-ერთი ძალიან მიმზიდველი და მზარდი ქვეყანა - ჩვენ პანდემიის დროსაც კი არ შევაჩერეთ ტურიზმის ინდუსტრიაში საინვესტიციო პროექტები, ათამდე ახალი სასტუმროო დაფინანსდა, იხსნება ახალი ტურისტული ობიექტები, ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან აქტიურად ეხმარება როგორც არსებულ, ასევე ახალ სასტუმროების პროექტებს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ძალიან საინტერესო იყო ფორუმზე მოსმენა, რომ მსოფლიო ტურიზმის მომავალი ინოვაციები, დიჯიტალიზაცია და მეტი ახალი ტექნოლოგიაა. მინისტრის შეფასებით, საქართველო ამ მხრივ ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რადგან ძალიან ბევრი ელექტრონული პლატფორმა სწორედ კოვიდ-პანდემიის დროს დაინერგა, მათ შორის - „იმუშავე საქართველოდან," რომელიც მოუწოდებს „ფრილანსერებს," დისტანციურად დასაქმებულებს მთელი მსოფლიოდან, რომ ჩამოვიდნენ და თავიანთი საქმიანობა საქართველოდან წარმართონ. „ეს პროგრამა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ასევე ბიზნესვიზიტორების პლატფორმა და ბევრი ინოვაციური გადაწყვეტილება, რომლებზეც მთავრობა და ჩვენი სამინისტრო მუშაობს. ასევე საინტერესოა ის პროგრამები, რომლებსაც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აანონსებს და მათ შორის საქართველოშიც აამოქმედებს - ეს არის აგროტურიზმის, ასევე სხვადასხვა მცირე სოფლის მხარდაჭერა, რაც მომავალში ძალიან საინტერესო იქნება უცხოელი ვიზიტორებისთვის, რომლებსაც ახალი, უნიკალური ადგილების მონახულება ენდომებათ და რა თქმა უნდა, ამაში მივიღებთ აქტიურ მონაწილეობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)