01:02 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:30:41, 769 ნახვა

კომენტარი
იოსებ ხახალეიშვილი: ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაურია. ჩემი ოჯახია და თითოეული ტრანსპორტელი ჩემიანია, ჩემთვის მათი პრობლემებიც ახლობელი და მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად ყოველთვის მხარს ვუჭერ მათი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.

"60 ახალი, კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, რაც გაუიოლებს მუშაობას ქუთაისელ ტრანსპორტელებს და მგზავრობას ჩვენს თანაქალაქელებს. მით უმეტეს დღევანდელი  პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენური ნორმების და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. თუ კი გვინდა ქუთაისი ევროპულ ქალაქად ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ქუთაისური სერვისებით, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით, მომსახურების დონის ამაღლებით. ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა საინტერესო ნოვაციის დროს, ჩვენთან ერთად იზრუნებენ სერვისისა და ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics