|
2020-09-16 14:41:41, 776 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი : ერთი პარტიის გამოსვლა მოსახლეობის აზრს არ ნიშნავს - ეს არის სპეკულაცია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კახეთში გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთი პარტიის გამოსვლა მოსახლეობის აზრს არ ნიშნავს და ეს არის სპეკულაცია. მინისტრის თქმით, მიუხედავად რთული პერიოდისა, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „დღესაც ჩატარდა აქცია კახეთში და ეს იყო პოლიტიკური სპეკულაცია. როდესაც კონკრეტულად ერთი პარტიის რამდენიმე აქტივისტი გამოვა და რაღაცას იტყვის, ეს არ არის მოსახლეობის საყოველთაო აზრი. გთხოვთ, ჟურნალისტებს - არ ენდოთ არც ჩემ ნათქვამს, არც ოპონენტების სიტყვას, შეხვდით მოსახლეობას და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩემი პირადი სურვილია, რომ რაც შეიძლება მეტად გაიყიდოს ნებისმიერი პროდუქტი და ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს. ჩემი ინტერესია, რომ ფერმერს მეტი შემოსავალი ქონდეს, რადგან თუ კმაყოფილი იქნება ფერმერი, ე.ი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ. ჩვენი საქმე ფაქტობრივად ამით იზომება, მაგრამ ობიექტური რეალობაც გასათვალისწინებელია. ამ ობიექტურ რეალობაში, საუბარია იმაზე, რომ ეს ფასი, ნამდვილად სრულად ფარავს დანახარჯებს და ფერმერი იღებს მოგებას, თან იმ პირობებში, როდესაც ბევრ სხვა ქვეყანაში, ევროპის ქვეყნებს ვგულისხმობ, რთული ვითარებაა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში. ეს არის თანხა, რომელიც გადასახადის გადამხდელებმა, თბილისელებმა, იგივე თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებმა, გადაიხადეთ ბიუჯეტში და სოლიდარობის პრინციპით გაუნაწილეთ ჩვენს მევენახეებს კახეთში, რათა რთული პერიოდი გადავაგოროთ და ამ რთულ პერიოდში, არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავება ხდება და ეს უპრეცედენტოდ მაღალი ციფრებია ამ პირობებში. ასე რომ, არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. საბოლოოდ, ჩვენ რთველს დავამთავრებთ წარმატებით და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორიც მანამდე, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)