16:13 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 10:55:32, 735 ნახვა

კომენტარი
გახარია - საქართველომ შეძლო „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მოპოვება და დღეს საერთაშორისო არენაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთ ყველაზე  უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა დღეს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პოსტ-კრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და  ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის იქცეს შესაძლებლობად.

„პოსტ-კრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს და ღონისძიება  წარმატებით ჩაივლის", - განაცხადა გიორგი გახარიამ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics