17:27 - 25 Sep, 2020
2020-09-14 12:54:24, 551 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ეპიდსიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის

„ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა.

მისი თქმით, იმის მაგივრად, რომ კარანტინის რეჟიმი მთავრობას გამოეყენებინა იმისათვის, რომ  მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისათვის, მათ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ და ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ადამიანების, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯიბეებს დაარტყეს.

როგორც მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მხოლოდ თავის ქებით და ოპონენტებისთვის ტალახის სროლით არის დაკავებული, ხოლო ამ ყველაფერს კი გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად, შერჩევითად ჩაკეტეს ეკონომიკა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიადგა ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ყველაფერი მინიმუმ იმისთვის უნდა გაკეთებულიყო, რომ შემდეგში ხელისუფლება მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, რადგან ვირუსი რომ არ გაქრდებოდა ეს იყო ნათელი. ეხლა ირკვევა, რომ მთელი ეს დრო გამოიყენეს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტების მიმართ ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ კოვიდ საწოლებისთვისაც კიარ მომზადებულან, ახლა განაცხადა ქალბატონმა ტიკარაძემ, რომ საწოლების 65% შევსებული გვაქვს და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მოზადებისათვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა.

ახლა ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედხვას, არანაირ გეგმას და ისევ არალეგალური, კანონო, შერჩევითი გაუზარებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეების, წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომლითაც ვირუსს კიარ უშველიან, არამედ ისევ დაარტყვავს ყოველი მოქალაქის ჯიბეს და მათ მომავალს. ეს არის სურათი რასაც ვხედავთ, მხოლოდ ციფრებით მანიპულირება. ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება და არ  შეუმსუბუქეს ტვირთი ადამიანებს, ამრიგად, თვენახევარში ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, ჩვენ გვჭირდება ეს ცვლილებები და ევროპული საქართველო პირველ რიგში აპირებს, რომ გადასახადებმა დრამატულად დაიწიოს, ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი, დახმარებების გაორმაგება. რაც შეეხება პანდემიას, აქ რეალური გეგმის ქონა არის აუცილებელი, კოვიდ საწოლებისა და რესპირატორების შეძენა. ამ მთავრობას უნდა გაეკეთებინა ეს ამდენი თვის განმავლობაში და ამის მაგივრად ისინი თავის ქებით იყვნენ დაკავებულები.

 ამ ყველაფერს შეცვლის ჩვენი მოქალაქეები და დადგება გარდამტეხი ცვლილებების დრო და სწორედ ევროპული საქართველოს გუნდს აქვს კომპასი და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ცვლილებები“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ქართული ოცნების პრემიერობის კანდიდატის დასახელება და სიის პრეზენტაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics