04:49 - 27 Oct, 2020
2020-09-14 10:40:03, 510 ნახვა

კომენტარი
ისნის რაიონის გამგეობა - „ლელოს“ კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო, სრული სიცრუეა

თბილისში ისნის რაიონის გამგეობა „ლელოს“ ისნის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ,  ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ გტანცხადებას ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო, სრული სიცრუე.

„გვინდა გამოვეხმაუროთ   „ლელოს“ ისნის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ,  ნოე ხომერიკის ქუჩის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

კანდიდატის განცხადება, თითქოს ხომერიკის ქუჩაზე გზა ორი წლის განმავლობაში ვერ დაიგო და სარეაბილიტაციო სამუშაოები შრომის უსაფრთხოების დარღვევით მიმდინარეობს, არის სრული სიცრუე.

კანდიდატმა ასევე, იცრუა ქუჩის რეაბილიტაციისათვის განკუთვნილ თანხებზე, რომელიც, მისი მტკიცებით, რამდენჯერმე გამოიყო და  არამიზნობრივად დაიხარჯა, რაც არის ტყუილი და მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ნოე ხომერიკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება და იგი ისნის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

პირველ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია GWP-მ განახორციელა, რაც ხუთ თვეს გაგრძელდა და სრულად შეიცვალა წყალარინები თუ წყალმიმღები 550-მეტრიანი ქსელი.

შემდგომ ეტაპზე, ერთი თვის განმავლობაში, კომპანია "თბილისი ენერჯიმ" მიწისქვეშ განათავსა   და  სრულად შეცვალა გაზგაყვანილობის მილები. ასევე, მიწისქვეშ განთავსდა

"მაგთის, "ახალი ქსელების" "სილქნეტის" და გარე განათების სადენები.

აღნიშნული სამუშაოების დასრულებისთანავე, დაიწყო გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.

ჩატარდა არსებული რიყის ქვისგან მოწყობილი ქვაფენილის დემონტაჟი და 9 045 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა, რომლის ღირებულება 847 000 ლარია. დამონტაჟდა მიწისზედა სახანძრო ჰიდრანტი.

აღნიშნულ ქუჩაზე წლების განმავლობაში არ არსებობდა საფეხმავლო ბილიკები. გზის ორივე მხარეს ასევე, მოეწყობა შშმ პირებისათვის ადაპტირებული ტროტუარები. დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გარე განათების ბოძები თავისი LED სანათებით. მოეწყობა სანიაღვრე ქსელის მიმღები ჭები.

ისნის რაიონის გამგეობა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით რაიონის გამგებელი და გამგეობის წარმომადგენლები პერიოდულად მართავდნენ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრებს  და  მოსახლეობას აქვს სრული ინფორმაცია პროექტის  მიმდინარეობისა და შესრულების ვადების შესახებ.

მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას ადამიანებს, რომლებიც კეთილსინდისიერად შრომობენ ქალაქის საკეთილდღეოდ და ნუ ცდილობთ საზოგადოების დეზინფორმირებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics