09:27 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 17:42:50, 628 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ქობულეთში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო

აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრთან გიორგი თავამაიშვილთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სკოლის გახსნას დაესწრო.

სკოლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. შენობა ორსართულიანია და გააჩნია შიდა სპორტული დარბაზი, 9 საკლასო ოთახით, კომპიუტერების ოთახი და ბიბლიოთეკა, ასევე დამხმარე სათავსოები. შენობაში დამონტაჟდა თანამედროვე გათბობის სისტემა და კეთილმოეწყო ეზო.

აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო, საკლასო და სამასწავლებლო ოთახისთვის საჭირო ინვენტარით. 200 მოსწავლეზე გათვლილ, შშმ პირებზე ადაპტირებულ შენობაში ამ ეტაპზე 90 ბავშვი სწავლობს და 16 პედაგოგია დასაქმებული. სკოლაში დღეს 18 პირველკლასელმა დაიწყო სწავლა, ყველა მათგანს ბუკები გადაეცა.

წელს აჭარაში 229 საჯარო და 27კერძო სკოლა ფუნქციონირებს. 2015 წელს აშენდა 2 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 საჯარო სკოლას; მიმდინარებს 4 საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც დასრუდება 2016 წელს.

ასევე, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სკოლა-პანსიონს. მიმდინარეობს 7 სპორტულ დარბაზის რეაბილიტაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ გაჟონვამ უკრაინასთან ომში თითქმის 500 000 რუსის დაღუპვის შესახებ მონაცემები გამოავლინა
აშშ გემებზე კიბერშეტევების სერიაში ირანის მონაწილეობას იძიებს
გერმანიის კანცლერმა 2008 წელს უკრაინის ნატოში არ მიღების გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics