01:20 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 11:22:31, 2522 ნახვა

კომენტარი
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული - ქუთაისის დაკეტვა არ განიხილება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად ქუთაისის დაკეტვა არ განიხილება.

მისივე თქმით, ეპიდემიოლოგებმა გუშინ იმერეთის მასშტაბით კორონავირუსზე 567 ტესტი აიღეს.

„ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ პირველ რიგში იმ ადამიანებზე, ვისაც კონტაქტი ჰქონდა აჭარასთან ბოლო ორი კვირის განმავლობაში და იმ პედაგოგებზე, რომლებიც იყვნენ აჭარაში. არანაირად არ განიხილება ქუთაისის დაკეტვა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 28 ქუთაისს უკავშირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics