|
2015-09-14 15:59:56, 623 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა
საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ბათუმს სამ დღიანი ვიზიტით UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი ესტუმრა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ერიკ ფალტსა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძეს შორის, სადაც განხილულ იქნა საქართველო-იუნესკოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა. ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა ერიკ ფალტს UNESCO-ს 70 წლის იუბილეზე ბათუმში ვიზიტთან დაკავშირებით. ერიკ ფალტმა განაცხადა, რომ თვალს ადევნებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ის განსაკუთრებულად მოიხიბლა. საქართველოში ვიზიტის მთავარ მიზეზად ერიკ ფალტმა საქართველოს მხრიდან იმ იდეის პატივისცემა დაასახელა, რომელზეც დაარსებულია იუნესო. ერიკ ფალტმა აგრეთვე აღნიშნა, რომ იუნესკოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მანდატია განათლების სფერო, განსაკუთრებით კი დევნილი ბავშვების მიმართებაში, დასახულ მიზანს წარმოადგენს დევნილი ბავშვებისთვის განათლების მიღების საშუალების მიცემა. ერიკ ფალტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ელისო ბოლქვაძეს და აღნიშნა, რომ ცნობილი პიანისტის მიერ გაწეული სამუშაო ნამდვილად დასაფასებელია. ელისო ბოლქვაძეს 2015 წლის იანვარში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგენის საფუძველზე, წოდება „UNESCO-ს ხელოვანი მშვიდობისთვის“ მიენიჭა. ერიკ ფალტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ვიცეპრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, რომელიც იმავდროულად საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტია. ასევე, გაიმართება შეხვედრები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეებთან.
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
გუდვილი ასევე დეილის, სპარს, კალათას, მაგნიტს, გვირილას და იოლს მაღაზიათა ქსელი შექმნიან პირველადი მოხმარების პროდუქტების კალათას, რომელზედაც მინიმალური სავაჭრო მარჟა დაწესდება
ელენე ხოშტარია - ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია
გდდ-ს ხელმძღვანელის პოზიციას ბაადურ შენგელია დაიკავებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)