|
2020-09-09 14:49:50, 4332 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო არსებულ მდგომარეობას. თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა ინფორმაცია კოვიდინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის, შესაბამისი აღჭურვილობისა და მზაობის შესახებ. ,,რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობს სრული დატვირთვით. აქ ხდება როგორც ცხელების ცენტრის ფუნქციონირება, ასევე კოვიდინფიცირებულების შესაბამისი მკურნალობა. აღჭურვილობა სრულად არის მობილიზებული, რომ გაზრდილი რისკების ფონზე ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება. დღეიდან უკვე ამოქმედდა ახალი პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც მსუბუქი სიმპტომების და სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებების არ ქონის შემთხვევაში კოვიდინფიცირებულებს შეუძლიათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროებში, ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში იკრძალება ყველა სახის სარიტუალო ღონისძიება და თავშეყრა. შესაბამისად, კონტროლი გამკაცრდება ყველა მიმართულებით, ჩვენ ახლა გვმართებს, რომ ეს მომატებული რისკები ვმართოთ ეფექტურად და ძალიან მალე შევძლოთ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. საკოორდინაციო შტაბის გადაწყვეტილებით დღეიდან ამოქმედდება სასტუმროს კარანტინში პაციენტების მკურნალობა. 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კორონავირუსი და, ამავდროულად, არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გაივლიან სასტუმროების ქსელში. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან 18 პაციენტი გადაყვანილია სასტუმროს კარანტინში, შესაბამისი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში 112 პაციენტი გადის მკურნალობას.
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
კობახიძე – საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი ეხება ერთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, ამ პარტიას ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
კობახიძე – არავის აქვს უფლება, ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, რასაც ცდილობენ ბიუროკრატები
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)