01:27 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 12:55:54, 5407 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - რეინვესტირების მაჩვენებლის ზრდა აჩვენებს, რომ ინვესტორები მოგებას ქვეყანაში ტოვებენ და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნიან

„ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს არა თუ გააქვთ მოგება, რომელსაც საქართველოში იღებენ, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

„საქსტატის" მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტირების მოცულობის ზრდით იყო განპირობებული. რეინვესტირების მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 63.5 პროცენტით გაიზარდა და 144.7 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.8 პროცენტი შეადგინა.

„თუ შევხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას, სჭარბობს რეინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები, არამედ უკვე არსებული ინვესტორები იმდენად ენდობიან საქართველოს ეკონომიკას და მის მომავალს, რომ აფართოებენ თავის წარმოებას და მოგება, რომელსაც იღებენ საქართველოში არა თუ არ გააქვთ ქვეყნიდან, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics