|
2020-09-02 16:03:41, 5164 ნახვა
კომენტარი
ირაკლი აბესაძე - სახელისუფლებო ორგანოები საზოგადოების სამსახურში ყოფნის ნაცვლად, პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული
სახელისუფლებო ორგანოები, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოების სამსახურში იყვენ, ასრულებენ პარტიულ დავალებებს და პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული , - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით. აბესაძის თქმით, პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას. „საოცარია, რომ ათასი პროლემის პირისპირ მყოფი ხელისუფლება და აბსოლუტურად ურეიტინგო სახელისუფლებო პარტია, ფლანგავს დროს და იცლის, რომ დევნოს პლაკატები და კვლავ გააჟღეროს მუქარები პოლიტიკური ოპონენტების დაჯარიმების შესახებ. ერთხელ უკვე ვნახეთ თუ როგორ გაიფლანგა ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, მერიის წარმომადგენლები კონსტიტუციის უხეში დარღვევით და მხოლოდ პარტიული ამოცანის შესრულების მიზნით დასდევდნენ ევროპული საქართველოს აქტივისტებს და აჯარიმებდნენ. სწორედ ეს არის, რისი შეცვლაც სურს „ევროპულ საქართველოს“ ევროპული კოალიციის ფარგლებში არჩევნების დასრულების თანავე. პოლიცია, სახელმწიფო და მერიის ადმინისტრაცია უნდა იყოს საზოგადოების სამსახურში და უნდა ზრუნავდეს იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას და არ უნდა იყოს დაკავებული პარტიული დავალებების შესრულებით, პარტიული დევნით და პოლიტიკური ოპონენტების აქტივისტების დაჭერით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)