|
2015-09-12 12:22:10, 1482 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერმა მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება ურჩია. ამის შესახებ ორბანმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მიგრანტების ნაკადის ზრდა არა სამხედრო მოქმედებებთან, არამედ უკეთესი ცხოვრების ძიებასთან არის დაკავშირებული. „ეროპაში მიგრანტები არა სამხედრო მოქმედებების ზონიდან, არამედ ლიბრაში, იორდანიასა და თურქეთში განთავსებული ბანაკებიდან შემოდიან. ისინი ამ ბანაკებში უსაფრთხოდ იყვნენ. ეს ხალხი ევროპაში არა უსაფრთხოებისთვის, არამედ უკეთესი ცხოვრებითვის ჩამოდის“, - განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ არ არსებობს უკეთესი ცხოვრების უფლება, არსებობს მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის და ღირსები უფლება. აქედან გამომდინარე, უნგრეთის პრემიერი მიგრანტებს ურჩევს დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ. აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბრიდან უნგრეთის შეიარაღებული ძალები სამხედრო სწავლებებს გადის, რომლის ფარგლებში ისინი არალეგალ მიგრანტებთან გამკლავებას ისწავლიან. გარდა ამისა, უნგრეთი საზღვრებზე კონტროლს გაამკაცრებს, სერბეთთან საზღვარზე კედელს აღმართავს და საზღვრის უკანონო კვეთისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გაამკაცრებს. შეგახსენებთ, რომ ევროპაში 2015 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთიდან 400 ათასი კაცი არალეგალურად ჩავიდა. წლის ბოლომდე მათი რიცხვი 850 ათასს მიაღწევს.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)