04:53 - 24 Oct, 2020
2020-08-31 19:46:36, 2341 ნახვა

სხვადასხვა
გალში მცხოვრები მოსწავლე - ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ და რუსეთი „დაშალე და იბატონეს“ პრინციპით გვექცევა

„ჩვენ კავკასიელი ხალხი ვართ და რუსეთი „დაშალე და იბატონეს“ პრინციპით გვექცევა“ , - ამ სიტყვებით გალში მცხოვრები მოსწავლე აფხაზეთის „დამოუკიდებლობის დღის“ ფორუმზე გამოვიდა.

აფხაზი გოგონას გამოსვლამ ფორმუზე ძალიან დიდი უსიამოვნება გამოიწვია და ის მის თანამოზრეებთან ერთად ფორუმიდან მოხსნეს.

გოგონას განცხადებით, ფორუმზე ყველა ქართველების ლანძღვითა და რუსეთის დიდებით იყო დაკავებული.

„აუცილებლად წავალ თბილისში სასწავლებლად, რადგან რუსეთის მარწუხებს დავაღწიო თავი. შესაძლოა მეც არ მინდოდეს ამ ეტაპზე აფხაზეთის შეერთება საქართველოსთან, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ ისინი ტყუილად ვლანძღო“, - ასე ასრულებს გამოსვლას ფორუმზე გალში მცხოვრები მე-12 კლასელი გოგონა.

„გალის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობ. სკოლაშიც აქ დავდივარ და მომავალ წელს სასწავლებლად თბილისში ჩამოვდივარ. 27 სექტემბერს მეთორმეტე კლასელების ორ დღიანი ფორუმი იყო სოხუმში, სახელად „მომავლის აფხაზეთი“. როგორც წარჩინებული მოსწავლე მეც მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ამ ფორუმს. გალიდან სამი მოსწავლე წავედით და მთელი გზა ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ღირსეულ გამოსვლას ფორუმზე და როგორ ვიტყოდი ჩემს სათქმელს და არა მარტო ჩემს სათქმელს, არამედ მთლიანად საქართველოს ტკივილს.

გამოვედი და დამსწრე საზოგადოებას სამ ენაზე მივესალმე, ქართულად, აფხაზურად და რუსულად. უსიამოვნო სახეები მაშინვე დავინახე.

დავიწტე საუბარი: ჩვენ ვართ კავკასიელი ხალხი, რომელთა კულტურა, ტრადიცია და ეთნოსი იმაზე მეტი ხნისაა, ვიდრე რომელიმე ევროპული ან თუნდაც რუსეთის იმპერიალისტური ქვეყნისა. გარე ძალების მიზანმიმართულმა ქმედებამ განაპირობა კავკასიელი ხალხის დაპირისპირება. თვალნათელია ის, რაც დაყავი და იბატონეს პრინციპით მიმდინარეობს რუსეთის მიერ. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აქტიურად მოქმედებდნენ ცარისტები და მუდამ ქმნიდნენ ხელოვნურ ომებს. 1990-იანი წლებიდან იწყება კავკასიის აქტიური ჩაბმა იმ კამპანიაში, რომლის მიხედვითაც ყველა მოსაზღვრე რესპუბლიკას სადავო მიწები და შემდეგ დაპირისპირება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთან. შემდეგ კი ვხედავთ იმას, როგორ გვევლინება რუსეთი „მომრიგებლის“ როლში. რუსეთის უხეში ჩარევით დაიწყო ქართველებსა და აფხაზებს შორის ომი. არასდროს ყოფილა ისტორიის მანძილზე შემთხვევა, როდესაც ქართველების მიზეზით რომელიმე ეთნოსი დაჩაგრულიყო. ამავე წლებში დაიწყო ყარაბახის ომი, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. შუა აზიაში განვითარებული მოვლენებიც ცნობილია. ყველასათვის ცნობილია, თუ რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში. უმწვავესი ურთიერთობა აქვთ ოსებს, ინგუშებს და ჩეჩნებს. უნდა შევიგნოთ, რომ კავკასიელი ხალხი ერთნი ვართ და ჩვენი გაერთიანება არ აწყობს მხოლოდ რუსეთს. აფხაზებიც და ქართველებიც მოგვატყუეს და იმ ომში ჩაგვრთეს, რომელშიც ორივე მხარე წაგებული გამოვედით.“

აი ასეთი გამოვიდა ჩემი ორ დღიანი სტუმრობა სოხუმში. მეორე დღესვე გამოგვამგზავრეს გალისკენ და აღარ დაგვასწრეს ფორუმს. როგორც მოსალოდნელი იყო დიდი საყვედური გამოუგზავნეს სოხუმიდან ჩვენს სკოლას. მეტს აღარ მოვყვები თუ რა ხდებოდა იქ, მგონი ნათლად დაგვანახა იმ გოგონამ, რეალურად რას ფიქრობს ახალგაზრდობა. ბოლოს კი ვიტყვი იმას, რომ ჩვენს დაახლოვებას უდიდეს ზიანს პოლიტიკოსები აყენებენ“, - გალში მცხოვრები მე-12 კლასელი გოგონას გამოსვლა აფხაზეთი ფორმუზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

როგორ ტოვებს თავდამსხმელი ბანკს მძევლებთან ერთად- ვიდეო












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics