|
2020-08-26 16:03:42, 6070 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - „ქართულ ოცნებას“ უნდა, საერთაშორისო დამკვირვებლებთან თეთრი და ფუმფულა გამოჩნდეს
„ამ ინიციატივაზე ითქმის ზუსტად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე „ქართული ოცნების“ ინიციატივას, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წინასაარჩევნოდ მოსყიდვის, ამომრჩევლის იძულების და დაშინების ფაქტებზე არავინ დასჯილა. „ამ ინიციატივაზე ითქმის ზუსტად, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, რადგან ეს ყველაფერი ისედაც დასჯადი იყო, როგორც ჩანს, ახლა უნდათ, საერთაშორისო დამკვირვებლებთან გამოჩნდნენ თეთრი და ფუმფულა, რომ ახლა თურმე კანონში შეაქვთ ცვლილებები. მთავარი პრობლემა არის, ამ კანონს შემდეგ როგორ ასრულებენ და ვის მიმართ ასრულებენ, რადგან აქამდე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც „ქართული ოცნების“ მიერ დაშინებული, მოსყიდული ან ამომრჩევლის იძულების გამო, რომელიმე საჯარო მოხელე ან „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი ყოფილიყო დასჯილი. გვახსოვს ისეთი დიდი საქმეები, როგორიც არის მაგალითად კერზაიას საქმე, ძალადობა წინასაარჩევნო პერიოდში და არავინ დასჯილა. ალბათ არც ახლა იზამენ ამას“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)