20:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-22 12:05:30, 5665 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაზე - უაღრესად სამწუხარო ფაქტია, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის დე ფაქტო ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებას სამწუხარო ფაქტი უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ინსტრუმენტი.

„უაღრესად სამწუხარო ფაქტია. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობას გააჩნია და აქტიურად ვმუშაობთ ამაზე. ყველაფერი იქნება ნორმალურად“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, ხვიჩა მღებრიშვილს, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი ღამურების მოპარვას ედავებოდა, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის 3-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics