|
2020-08-17 21:09:25, 1058 ნახვა
სამართალი
ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა დაასრულა
ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატმა მთავარ პროკურორთან შეხვედრა დაასრულა. პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ოჯახის ადვოკატმა გააკეთა. მისი განცხადებით, პროკურატურა ოჯახის ყველა მოთხოვნას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით დააკმაყოფილებს. „ჩვენ გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტომანქანა ხუთი დღის მანძილზე იმ ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა, დავუსვით კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით პროკურორს. დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხის ირგვლივ იქნება გამოძება და დროში არ გაიწელება, ამოღებული იქნება სატელიტის ფოტოებიც, რომელიც ასევე ლოგიკური დროის მონაკვეთში მოხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოელი გამომძიებლები ყველა ექსპერტიზის საქმეში ჩაერთვებიან ცოტახანში. ეს არ იყო დაპირება, ნამდვილად კარგი სპეციალისტები არიან, რომლებიც ძალიან მალე გაეცნობიან საქმეს. ასევე იქნება კომპლექსური ექპერტიზებიც, რომლებშიც მეც მივიღებ მონაწილეობას. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა, რომ საქმე გაგრძელდეს ისე როგორც უნდა იყოს, ეს ესე მოხდება. რაც შეეხება კომპიუტერსა და მობილურს, რაც არის ჩვენი მოთხოვნა, გაკეთდება იმ პერიოდში. შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება იქნება იმ ვადებში, რომელიც ოჯახისთვისა და საზოგადოებისთვსი სრულებით მისაღებია, დარწმუნებით ვიტყვი, რომ არ დაფიქსირდება არანაირი დროში საქმის გაჭიანურება. ნდობას გამოვუცხდებთ მაშინ როდესაც დავინახავთ შედეგს. დაპირება არის, რომ ხუთშაბათს დამხვდება ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ საქმეზე, გამაცნობს ყველა დეტალს და ვიმუშავებ მათთან ერთად. არ იქნება ისე, როგორც ადრე, მოვდიოდი გამაცნობდნენ ახალი რა იყო და მორჩა. ამის შემდეგ გაჩნდება ნდობა პროკურატურის მიმართ. ვისაუბრეთ კვალიფიკაციის შეცვლაზეც, სატელიტური სურათები და ექსპერტიზა იმოქმედებს ამ ცვლილებაზე. შუალედური დასკვნა იქნება რამდენიმე დღეში, ხოლო საბოლო დასკვნას უცხოელი სპეციალისტები თვის ბოლოს დადებენ, როდესაც შეისწავლიან ექპერტიზის პასუხებს“ , - განაცხადა ადვოკატმა.
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)