|
2020-08-17 11:24:27, 793 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით ახალი კამპანია დაიწყო, რომელშიც წითელი ჯვარი და მოხალისეები ჩაერთვებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად პანდემიის პერიოდში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და ახალი კამპანიის დაწყება დააანონსა, რომელიც წითელი ჯვრის ჩართულობით განხორციელდება და უზრუნველყოფს ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვას. ახალგაზრდები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გავრცელების და ვიზიტორებისთვის ინფორმაციის მიწოდების კამპანიაში ჩაერთვებიან. მოხალისეებს წითელი ჯვარი გადაამზადებს. „ერთიანობით შევძელით, რომ კრიზისი გვემართა ეფექტურად. თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება და ჩვენ ყველას გვმართებს გამოვიჩინოთ ერთსულოვნება და წარმატებით გავაგრძელოთ გამოწვევების გამკლავება. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია რითაც ვამაყობთ. ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალგაზრდობას რეგიონში სხვა იმპულსი, სხვა დინამიკა მისცემოდა. წითელ ჯვართან ერთად დღეს ოფიციალურად ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაეხმარება ტურისტული სეზონის წარმატებით და უსაფრთხოდ ჩატარებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას. პანდემიის პერიოდში ახალგაზრდული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად მოხალისეობრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ახორციელებს და უკვე 30 ათასზე მეტ ოჯახს გაუწია დახმარება სასურსათო კალათებით, მედიკამენტებით. ევროპის რეგიონთა ასამბლეამ და ხმელთაშუა ზღვის კავშირის ქვეყნებმა აჭარა, პანდემიის განმავლობაში, ახალგაზრდული მოხალისეობის წარმატებულ მაგალითად აღიარა ევროპაში. ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და მოხალისეები იღებდნენ მონაწილეობას. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა.
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)