01:28 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 13:10:55, 1093 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არჩილ გაგნიძეს საზოგადოებრივი ადვოკატი დაუნიშნეს.

მორაგბე არჩილ გაგნიძის ადვოკატები ალექსანდრე კობაიძე, ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი იცავდნენ. მათი საქმიდან მოხსნა გაუთქმელობის ხელწერილზე ხელის არმოწერას უკავშირდება.

ადვოკატების განცხადებით, ისინი სასამართლოში მივლენ და გაგნიძის დაცვას კვლავ გააგრძელებენ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. "ტოიოტა ქემრის" 5 მგზავრს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics