04:28 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 13:16:38, 2639 ნახვა

კომენტარი
ბაჩალიაშვილის დედა - მაბულინგებენ, რატომაა რამიშვილი თქვენი ადვოკატიო - კითხვებს პროკურორი მარიამ გოგორელიანი სვამდა

„ჩვენი დაბარებების მიზანია ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომ გაგვტეხონ, შევეშვათ ამ საქმეს და ვაღიაროთ თვითმკვლელობა“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

მანვე განაცხადა, რომ მას აბულინგებენ და ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომელმაც ბაჩალიაშვილის წერილი გამოაქვეყნა, სხვადასხვა კითხვას უსვამდნენ.

„მაბულინგებენ, რატომაა რამიშვილი ჩვენი ადვოკატი, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი“, - აცხადებს ბაჩალიაშვილის დედა.

კითხვაზე თუ ვინ დაუსვა მას მსგავსი კითხვები თეონა თამაზაშვილმა უპასუხა, რომ ეს იყო პროკურორი მარიამ გოგორელიანი.

„ჩამაცივდა კაპანაძეს შენ მიეცი წერილი თუ არაო? მაგათთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას. ჟურნალისტმა ჩათვალა, რომ უნდა გაესაჯაროებინა და ასეც მოიქცა. შენთან მოდის თუ არაო, ჩანაწერებს ამოვიღებთო. ჩემთან ყველა ჟურნალისტი მოდის და მაშინ ყველას ჩანაწერები ამოიღონ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics