11:44 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 10:33:04, 918 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი: პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს - ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“  ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე სუპერ ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა. აღსანიშნავია, რომ ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის  ჯიში  (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო.

 „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“  ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფი“ მიერ გაშენებული სუპერ ინტენსიური, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი, ამის ნათელი მაგალითია. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში, თანამდეროვე ბაღები, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა,  ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა,  აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი  დახმარება და წახალისება იყო.

„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო  მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, -  განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics