|
2015-09-08 16:44:11, 637 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული ოფიციალურად გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერა“-ს და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და აჭარის ა.რ. ონკოლოგიის ცენტრის მონაწილეობით, პრესკონფერენცია თემაზე: „ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეული“ ჩატარდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პრესკონფერენციით მოხდა საქართველოში ,,ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის“ ოფიციალური გახსნა, პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ღონისძიების ორგანიზატორები. დღესვე, ბათუმში, ევროპის მოედანზე სკრინინგ ცენტრის სამედიცინო პერსონალმა ჩაატარა უფასო კონსულტაციები სარძევე ჯირკვლის სიმსივნის ნაადრევი გამოვლენის მეთოდების შესახებ. აქციის პარალელურად გაიმართება ქ. ბათუმის მერიის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო კონცერტი. კვირეულის ფარგლებში კლინიკა მედცენტრის ბაზაზე ჩამოყალიბდა ქალთა ლიგა -,,ქალები ძუძუს კიბოს წინააღმდეგ", რომლის ლიდერად არჩეულ იქნა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მთ. სპეციალისტი ინდირა ნაკაიძე. ლიგაში დღეისათვის ათი ქალბატონია გაერთიანებული, რომელებმაც უკვე დაამარცხეს ეს დაავადება და უნდათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქალბატონებს. ძუძუს კიბოს პრევენციის კვირეულის მიზანია საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება და ქალთა ცოდნის დონის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდების შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში 2014 წელს რეგისტრირებულია სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის 1019 ახალი შემთხვევა (რაც 5% მეტია, ვიდრე წინა წელს: 2013 წ. – 972), მათ შორის 7 - მამაკაცებში (2013 წ. – 12). წლის ბოლოს აღრიცხვაზე იმყოფებოდა 6207 ავადმყოფი (2013 წ. - 6123). 2014 წელს სარძევე ჯირკვლის ახლად გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობაში I და II სტადიაზე გამოვლენის წილმა თითქმის 50% შეადგინა.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)