21:47 - 24 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 16:13:16, 562 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი: საზოგადოებას პატაკს ვაბარებთ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულების უწყება უპირველესად საზოგადოების  წინაშეა პასუხისმგებელი.

აღნიშნული განცხადება მან დღეს, სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.

„დღეს ჩვენ ვაბარებთ პატაკს საზოგადოებას.  ყველაფერი სწორედ მათთვის კეთდება. ის, ცვლილებები, რომელიც 2012 წლიდან უწყებაში  გატარდა, საზოგადოებამ დააფასა და არა მხოლოდ ქართულმა.  საერთაშორისო თანამეგობრობაც საუბრობს, რომ სერიოზული პოზიტიური ნაბიჯია გადადგმული პენიტენციურ სისტემაში, პრობაციაში და მთლიანად სამინისტროში,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

მინისტრმა პენიტენციური სისტემის თანამშრომლების დამსახურებაზე და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.

 „გათანაბრდა წოდებები, საპენსიო ზღვარი - ეს არის პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ თითოეულმა მათგანმა  სახელმწიფოს და ხელისუფლების  მხარდაჭერა იგრძნოს,“ - განაცხადა მან.

კახიშვილის თქმით, უწყების  მთავარი ამოცანაა, რომ კანონის აღსრულებას ღირსების დაუკარგავად ემსახუროს.

ღონისძიების დასასრულს მინისტრმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის თანამშრომლები სხვადასხვა ფორმით დააჯილდოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics