|
2020-08-05 18:46:07, 2125 ნახვა
კომენტარი
აკაკი საღირაშვილი: მისალოცი, ძალიან საინტერესო და ისტორიული პროექტი იწყება ოზურგეთიდან, რომელიც, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებულ პუნქტს დაფარავს
„მსურს ოზურგეთის მოსახლეობას და მთლიანად რაიონს მივულოცო ინტერნეტიზაციის პროექტის დაწყება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ შერჩეული საპილოტე რეგიონის 49 დასახლებული პუნქტი, რომლებსაც, მიმდინარე წლის ბოლოს უკვე ექნებათ წვდომა უმაღლესი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვან სწრაფ ინტერნეტთან. ეს არის იმ დიდი პროექტის დასაწყისი, რომელსაც მსოფლიო ბანკთან ერთად ვგეგმავთ და რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის დაახლოებით 1064 დასახლებული პუნქტი და ნახევარი მილიონი ჩვენი მოსახლის შესაძლებლობა, ისარგებლოს მაღალი ხარისხის ინტერნეტით", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა ოზურგეთში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად ის საკითხები განიხილეს, რომლებიც მნიშვნელოვანია პროგრამის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისთვის. შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია „ოუფენ ნეტის" ხელმძღვანელმა, მარიამ სულაბერიძემ წარუდგინა. აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამა, პრაქტიკულად, არის გარღვევა ამ სფეროში, ვინაიდან აქამდე არც საქართველოში და არც რეგიონში, მსგავსი ხარისხის ინტერნეტი, ასეთ დასახლებულ პუნქტებში არასდროს ყოფილა. „კორონავირუსმა და პანდემიამ უფრო მნიშვნელოვნად გამოაჩინა ის საჭიროება, რომელიც გულისხმობს წვდომას მაღალი ხარისხის ინტერნეტთან, წვდომას ისეთ მომსახურებებთან, როგორიც არის ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები" - აღნიშნა აკაკი საღირაშვილმა. „მნიშვნელოვანია, რომ აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით „ღია დაშვების" მომსახურების მიწოდებას. შემუშავებული მოდელით ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები და ბოლო მომხმარებელს მიაწოდონ ხარისხიანი ინტერნეტი" - განაცხადა "ოუფენ ნეტის" დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ. შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის საპილოტე რეგიონის შერჩევის კრიტერიუმებისა და თეთრი ზონის სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში არსებული დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის რაოდენობის, ასევე პროექტის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, საპილოტე პროექტი განხორციელდება გურიის რეგიონის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ძირითადი პარამეტრებია: დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 49, შინამეურნეობა - 8 516, მოსახლეობის რაოდენობა - 28 576 მოსახლე, ოპტიკური კაბელის საორიენტაციო სიგრძე - - 145 კმ. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას „ოუფენ ნეტის" მიერ კონკურენტული წესით შერჩეული კომპანია „პარვუს ჯგუფი" განახორციელებს. საპილოტე ქსელის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)