03:59 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-31 20:19:50, 3856 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

„ექსპრესსნიუს“ ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა.

შეგახსენებთ,  რომ 2020 წლის 27 ივლისს, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბ.ხ-მ  ქ.თბილისში, მუხიანში, ბ.კ.-ს კუთვნილ სასურსათო მარკეტში  ბ.კ.-ს მეუღლეს თ.ბ.-ს ალკოჰოლური სასმელი ნისიად მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი, ბ.ხ.-მ მარკეტის მეპატრონეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მაღაზია დატოვა,  რის შემდეგაც იგი თანმხლებ პირებთან ერთად აღნიშნულ მარკეტში ორჯერ მიბრუნდა,  ცოლ-ქმარს  სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით  მიაყენა და მაღაზიის განადგურებით და გადაწვით დაემუქრა. 

ბ.ხ. არის ნასამართლევი ქურდობის 6 ეპიზოდისთვის და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის  ქვეშ.

სამართალდამცველებმა ბ.ხ. 2020 წლის 30 ივლისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics