|
2020-07-31 10:52:36, 3752 ნახვა
რეგიონი
გიდები, ტუროპერატორები და ჟურნალისტები მთიანაჭარაში იმოგზაურებენ
აჭარაში გიდების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის პრეს-ინფოტურები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში არსებული ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გასვლით ტურებს აგვისტოდან დაიწყებს. კინტრიშის ხეობა, ტბიყელი, ჯვარიმინდორი, კაპნისთავი, ლელთის ტბა, ჩირუხი, შუამთის ტბები, ღორჯომი, უჩხო და ნამეფვარი იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც ინფოტურის მონაწილეები იმოგზაურებენ და იქ არსებულ ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. გარდა ამისა, საველე გასვლებისას ისინი იმ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მარნებს მოინახულებენ, რომელთა მარკირებაც წელს ხორციელდება. შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ახალი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის ფარგლებში ცნობილი ქართველი ბლოგერები და ინფლუენსერი მთიანაჭარაში მოგზაურობენ. მალე პროექტში უკვე ფოტოგრაფები და კულინარებიც ჩაერთვებიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გასულ წელს, რეგიონში 500-მდე უცხოელმა და ქართველმა ჟურნალისტმა, ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელმა და გიდმა იმოგზაურა.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)