04:58 - 06 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-27 10:58:46, 2553 ნახვა

სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი - 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ პატიმრობის ძალაში დატოვებას

გიორგი შაქარაშვილი საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მოთხოვნაა, რომ 11-ვე ბრალდებული პატიმრობაში დარჩეს.

როგორც პროკურორმა ჟურალისტებთან საუბრისას განაცხადა, არსებობს უამრავი არგუმენტი, რომ 11 დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში დარჩეს.

„ჩვენი პოზიცია იგივეა, 11-ვე ბრალდებულის მიმართ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას.

ამ პირების მიმართ, არსებობს უამრავი არგუმენტი, რათა იყვნენ პატიმრობაში. რა თქმა უნდა, ის რომ საქმე რეზონანსულია, ვერ იქნება ვერც ბრალდების მხარის სასამართლოს მხრიდან გაზიარებული, რომელიმე ბრალდებული დარჩეს პატიმრობაში, არგუმენტები არის ის, რომ არსებობს მიმალვის საფრთხეები, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები და მტკიცებულებების განადგურების რეალური საფთხე, იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი არ თანამშრობლობს გამოძიებასთან და მათ მიერ წინასწარ მიცემული ინფორმაცია არ შეესაბამება საქმეში არსებულ მასალებს“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საშუალო სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციები საფრანგეთში: რატომ გადაიზრდება მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ძალადობაში?
ერდოღანის რეჟიმმა დააკავა ჟურნალისტი რომელმაც 2024 წელს საქართველოში ლგბტქ+ ორგანიზაციებზე სტატია დაწერა
რეპრესიული კანონების გამო, პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრი დაიხურა სადაც ქართულ ენას გაძლიერებულად ასწავლიდნენ
ესტონეთის ახალი თავდაცვის დოქტრინა არმიას ავალდებულებს, რუსეთი საზღვარზე შეაჩეროს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics