|
2020-07-26 12:53:42, 8960 ნახვა
სხვადასხვა
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ერთ-ერთ მედიაში პატიმრის სუიციდთან დაკავშირებით გასული სიუჟეტი სიმართლეს არ შეესაბამება
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ტელეკომპანია მთავარ არხზე მიმდინარე წლის 25 ივლისს გასულ სიუჟეტს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულ დ.ჭ.-ს სუიციდთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ სიუჟეტი აგებული იყო ყალბ ინფორმაციაზე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად. კერძოდ, სიუჟეტში ითქვა, თითქოს ბრალდებული მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში იყო ჩართული, თუმცა მას არ მიეწოდებოდა მისი საჭიროების შესაბამისი პრეპარატის დოზა, რამაც შესაძლოა მას სუიციდალური აზრები გაუმწვავა. ამასთან, სიუჟეტში გამოთქმული იყო პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულის ადვოკატს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დაუმალა. პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულ დ.ჭ.-ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე გაეწია მორიგე ექიმის კონსულტაცია. ბრალდებულის მიერ ექიმისთვის მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მას შეეთავაზა ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაში გადამისამართება, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. არც თავისუფლების პირობებში იყო დ.ჭ. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩართული. შესაბამისად, არც თავისუფლების პირობებში და არც პენიტენციურ დაწესებულებაში მას მეტადონი არ მიეწოდებოდა. ამიტომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ბრალდებულისთვის მიწოდებული დოზის ნაკლებობაზე მსჯელობა კი საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება N8 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მიერ ადვოკატისთვის სამედიცინო დოკუმენტაციის მიუწოდებლობას, ადვოკატმა მოცემული მოთხოვნით პენიტენციური დაწესებულების მთავარ ექიმს მიმართა მიმდინარე წლის 14 ივლისს (ბრალდებულის გარდაცვალებიდან ორი დღის შემდეგ), რაზეც მას განემარტა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების გარეში, კერძოდ კი გარდაცვლილი ბრალდებულის ოჯახის წევრის წერილობითი თანხმობის გარეშე, სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემა ვერ მოხდებოდა. მეორე დღესვე, მიმდინარე წლის 15 ივლისს, გარდაცვლილის ნათესავმა მთავარ ექიმს მიმართა სამედიცინო დოკუმენტაციის მოთხოვნით, რასაც თან დაურთო გარდაცვლილი პირის დედის მიერ გაცემული მინდობილობა, რის შემდეგაც მას იმავე დღეს გადაეცა სრული სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია უნდა გაცემულიყო ადვოკატზე ოჯახის თანხმობის გარეშე არ შეესაბამება კანონით დადგენილ წესებს, ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფორმაცია არ გაცემულა არის ყალბი.
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონოლით ჯგუფი Monolith New Depo-ს პროექტს ახორციელებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)