|
2020-07-18 14:46:17, 5554 ნახვა
კომენტარი
გახარია შაქარაშვილის საქმეზე - შიდა გამოძიებაში მე, როგორ პრემიერი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა საკითხი კონტროლზე მაქვს
შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც აქვს, თუმცა უნდა გაუფრთხილდეს პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას, ასევე საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.
„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ პირველ რიგში ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც. მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ დამნაშავე, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდგომ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა იქნება დასჯილი. შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხი კონტროლზე მაქვს“, – განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)