|
2015-09-04 10:26:13, 604 ნახვა
საზოგადოება
აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი მოადგილეს წარადგენს
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს 11:00 საათზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძეს წარადგენს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სირაბიძე სამი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, ბოლოს კი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა. მინისტრის ახალი მოადგილე კულტურის სფეროს მიმართულებას გაუწევს კოორდინირებას. როგორც სირაბიძემ განაცხადა, მისი მუსაობის მიზანია მაქსიმალურად წარმოაჩინოს აწარის ისტორია და კულტურა. „აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობისას ჩემი მიზანია მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ აჭარის ისტორია და კულტურა; გავზარდოთ მასზე მოთხოვნა საქართველოსა და საერთაშორისო მასშტაბით; ჩვენი კუთხის მდიდარი კულტურა კარგად ნაცნობი, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ადგილობრივი ხელოვანების წინსვლას და განვახორციელოთ პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ სფეროს განვითარებას“. – ამბობს ნათია სირაბიძე ცნობისთვის, ნათია სირაბიძე გახლავთ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (BSU), მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი (UCF) და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მაგისტრი (GIPA). აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. კითხულობდა ლექციებს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 10 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე ბეჭდურ, რადიო და ტელე მედიაში. იყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი სატელევიზიო გადაცემების - „დებატები“, „ამერიკა დღეს“ ავტორი და პროდიუსერი, დოკუმენტური ფილმების და სოციალური სარეკლამო რგოლების პროდიუსერი; არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და საჯარო გამოსვლის სახელმძღვანელოს ავტორი; გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში. წარდგენილი იყო ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის უმაღლეს ჯილდოზე „პეგასის ორდენზე“; არის სან დიეგოს (კალიფორნია) საპატიო მოქალაქე.
ევროკავშირი სანქციებსა და ვიზების შეზღუდვებს ამზადებს, რათა რუსებმა გლობალურ სპორტში დაბრუნება ვერ შეძლონ
ხაბეიშვილი - ვცდილობ სიმართლე გითხრათ: დაყენებული სახეები, ფონად წიგნები და ხალხის დაშტერება, მოტყუება, რომ ჩვენი ბედი ბრიუსელში ან “აშხაბადში” წყდება
სიძულვილით გამორჩეული სამხარაძის მევიოლინე მამას 4 ქალაქში კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 164 750 ლარს გადაუხდიან
საპატრიარქო შეშფოთებულია აზერბაიჯანში ქართულ ტაძარში მიმდინარე სამუშაოებით
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)