01:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-16 11:18:03, 4950 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა, ტურიზმის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული პოზიტიური ნიშნები უკვე გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები აშკარად გაზრდილია.

ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკების ეფექტური მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მოვახდიოთ ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდგომ სწრაფი აღდგენის მიზნით. რეალურად დღეს აშკარაა, რომ ჩვენ, მთავრობა და სამინისტროები ამ სტაბილიზაციისთვის უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში გამოჩნდა და ტურიზმის მიღმა აქტივობები არის აშკარად გაზრდილი. ისევე როგორც ფინანსურ სექტორშიც, მაჩვენებლები საკმაოდ პოზიტიურია საგადასახადო შემოსავლების და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით. ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოახერხა და დღესაც ახერხებს ვირუსის ეფექტურ მართვას. “, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics