23:13 - 30 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 18:46:48, 4240 ნახვა

რეგიონი
სასტუმროს დასუფთავება კოვიდ სტანდარტების გათვალისწინებით - აჭარაში ტრენინგები იწყება

აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები იწყება. დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება და კოვიდ სტანდარტებთან თანხვედრა იქნება ტრენინგის მთავარი თემა, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 18 ივლისიდან სექტორს შესთავაზებს.

ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში.

ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასო იქნება და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ 577 909 128.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის  ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინა ბელგოროდის ოზონის რამდენიმე ობიექტს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
გერმანიაში პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა წარწერით „რუსეთის არმია“ ფინჯნის გამო
პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა
ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში, გაზგასამართი სადგური აფეთქდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics