15:45 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 13:00:03, 2971 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გასაღებაში და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას" უკანონო შეძენა, შენახვაში ბრალდებული - თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ-მ, 2019 წლის 7 და 11 დეკემბერს, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3,232 გრ. ნარკოტიკული საშუალება „3,4" მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მდმა). 

ასევე დადგინდა, რომ ს.ბ.-მ უკანონოდ შეიძინა და თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ''გამომშრალ მარიხუანას''.

სამართალდამცველებმა ს.ბ. 2019 წლის 24 დეკემბერს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და 273 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ სრულად ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics