|
2020-07-14 13:33:20, 3752 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ამერიკის ელჩს აჭარის ეკონომიკური და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა და მადლობა გადაუხადა სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჭარის საინვესტიციო შესაძლებლობებს, ეკონომიკის სტიმულირებისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. „ამერიკის ელჩთან შეხვედრისას, განვიხილეთ, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, ის კონკრეტული პროგრამები, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება აჭარაში, სხვადსხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე განვიხილეთ ის ღონისძიებები, რომლებიც აქტუალურია პანდემიის ფონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩის მოღვაწეობით კიდევ უფრო გამყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარა კორონავირუსის პირობებში, დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ტურისტების დაინტერესების კუთხით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას გეგმავს. ,,ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ როგორც COVID-19-ით გამოწვეულ სირთულეებზე და ეკონომიკური რეაბილიტაციის გზებზე, ასევე იმ პოზიტიურ და ამბიციურ გეგმებზე, რაც საქართველოსთან, კერძოდ კი აჭარასთან მიმართებაში გვაქვს დასახული. ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, დიდი პოტენციალით. ვისაუბრეთ იმ ინიციატივებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დაგეგმილი აჭარის რეგიონთან მიმართებაში. მადლობას მოვახსენებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ამ მხარდაჭერისთვის. სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ამერიკული ხომალდის ,,პორტერის" ვიზიტი ბათუმში, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამერიკის უპირობო მხარდაჭერას და თანამშრომლობას სამხედრო და საზღვაო მიმართულებით. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვანი გზავნილია როგორც საქართველო-აშშ თანამშრომლობის კონტექსტში, ასევე საქართველოსა და ნატო-ს კავშირების გაძლიერების კუთხით", - განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწეულ შედეგზე, ხაზი გაესვა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავების შესაძლებლობებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)