|
2020-07-14 11:30:12, 3612 ნახვა
კომენტარი
ლევან კობერიძე გეგმავს, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის ლევან კობერიძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მისი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოში ცვლილებების გასაჩივრების პროცესს დაიწყებს. როგორც ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კანონპროექტი არის ანტიკონსტიტუციური. „ეს ყველაფერი იყო პარლამენტის პრეროგატივა. ახლა აპირებენ, ამ კანონის ვადის წლის ბოლომდე გაგრძელებას. კონკრეტულ შედეგებს უნდა ვიღებდეთ, თუ რა ეპიდემიოლოგიურ პროგნოზზე ვსაუბრობთ, რამდენად მზად არის ჰოსპიტალური სექტორი და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად არის, მეორე ტალღით რატომ გვაშინებენ. თუ მეორე ტალღა ასეთი საშიშია, მაშინ ყველაფერი რატომ იხსნება ეკონომიკის მიმართულებით?! დღეს, სამწუხაროდ, პარლამენტი თავის უფლებამოსილებას დათმობს და მთავრობას გადასცემს. კენჭისყრის შედეგებს დაველოდები და ალბათ, „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თავისივე ინიცირებულ კანონპროექტს. თუ ასე მოხდა, აუცილებლად დავიწყებთ საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების პროცესს“, – განაცხადა კობერიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)