02:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-11 12:40:32, 3988 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა ოაზისად აქცია

ორი დღით ვიყავი ბათუმში, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში წერს.

პაატა იმნაძე მადლობას უხდის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული ზომების დაცვისთვის.

"ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ახლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი, მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოსა და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის განმავლობაში.

„მადლობა ყველაფრისთვის“ – ეს ის სიტყვებია, რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ.

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ „კორონიან“ სამყაროში, თავისი ქცევით, ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია.

ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა.

სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა, კიდევ ერთხელ მადლობა მათ“, – წერს პაატა იმნაძე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics