11:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 10:58:14, 3249 ნახვა

კომენტარი
გახარია შაქარაშვილის საქმეზე - ხდება ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, რაც კატეგორიულად მიუღებელია

„ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება მისი დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

„როდესაც ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას სამწუხაროდ იძენს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მიმდინარეობს გამოძიება. სახელმწიფოს და პირველ რიგში საგამოძიებო ორგანოების ძირითადი ამოცანაა უმოკლეს ვადებში ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და არ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. შესაბამისად, მე თუ კითხვები მიჩნდება, ამ კითხვებს ვუსვამ კოლეგებს. ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დამთავრებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდგომ შეიძლება ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება. ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება პოლიტიკური მიზნებით, კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირ ფასეულობებს მიღმა.

მთავარი არის გამოძიება დამთავრდეს და დამნაშავე დაისაჯოს. ეს არის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში უნდა აღსრულდეს. თუ ამის შემდგომ, გამოძიების პროცესში რომელიმე სამართალდამცველმა დაუშვა ან კანონდარღვევა ან არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამისთვის არსებობს პროკურატურა და რომელზეც უნდა დაიწყოს კიდევ სხვა გამოძიება. ეს არ უნდა იყოს ჭორაობის საგანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics