02:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 12:40:27, 4392 ნახვა

კომენტარი
დავით ზალკალიანი კონგრესის კანონპროექტში შეტანილ დამატებას კიდევ ერთ ტყუილს უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი კონგრესის კანონპორქტში შეტანილ დამატებას, რომელიც საქართველოსთვის აშშ-ს დამხარების 15%-ით შესაძლო შემცირებას გულისხმობს, კიდევ ერთ ტყუილს უწოდებს.

ზალაკალიანის განცხადებით, იყო მცდელობა რომ აღნიშნული კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა.

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის უკვე კანონი, რომელიც საქართველოს დაუმტკიცეს, არც კანონპროექტია. იყო მცდელობა რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა და ის დებულებები, რომელიც თქვენ ახსენეთ არის რეპორტში. შესაბამისად, არანაირი ძალა არ აქვს.

ოპონენტები ცდილობენ,, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი გარკვეული ლობისტური საქმიანობის შედეგად ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით ეს არ იქცევა კანონად“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შესაძლო შემცირების შესახებ, რამდენიმე ცვლილება დაემატა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics