17:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 18:36:43, 3433 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - მთავრობის გადაწყვეტილება რამდენიმე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე სწორია, მაგრამ დაგვიანებული

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან ფრენების აღდგენაზე მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სწორია, მაგრამ უკვე დაგვიანებულია.

„მგონი ყველას ესმის, გარდა ივანიშვილის გუნდისა, რომ გადაადგილების თავისუფლება და მათ შორის მოგზაურობის შესაძლებლობა, არ არის ვიღაცის ფუფუნება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის შანსის გაჩენა, რომ იმ მძიმე მდგომარეობაში, რომელშიც პანდემიამ და ივანიშვილის გუნდის უგუნურმა ნაბიჯებმა ჩააგდო ქვეყანა, აქედან გამოსვლა დავიწყოთ. ეს უკავშირდება არამარტო ტურიზმს და მოქალაქეების ჩამოსვლას, არამედ ჩვენი მოქალაქეების შესაძლებლობას, რომ ჩავიდნენ და დროებითი სამუშაო ნახონ. უამრავი მიზეზი არსებობს რატომ და როგორ შეუწყობს ხელს გადაადგილება ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდნენ ან არ დაუმძიმდეთ ეკონომიკური მდგომარეობა.

ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავდით დღეებისა და კვირეების განმავლობაში უტიფარ და ბრიყვულ პასუხებს ივანიშვილის გუნდისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ გახარიასა და სხვა მინისტრებისგან, რომ არ გვაწყობს ფრენები. მაშინ, როცა ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გამოგვიწოდა ხელი და უკვე რამდენი ხანია მიიღო გადაწყვეტილება, გაუხსნას საქართველოს ფრენის შესაძლებლობა. ამ ვითარებაში ჯიუტად გვპასუხობდნენ „ევროპულ საქართველოს“ და ახლა საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოექცნენ და როგორც იქნა გახსნეს რამდენიმე ქვეყანასთან გადაადგილების შესაძლებლობა, რაც არის სწორი, მაგრამ დაგვიანებული გადაწყვეტილება. დააგვიანეს და უკვე ზიანი მიაყენეს ხალხს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics