16:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 12:03:32, 3404 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - აშშ-ის კონგრესმა საქართველოს პირველი სანქციები დაადო, რაც ქვეყნისთვის საშინელი განაჩენია

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ დაწესებული სანქციები საქართველოსთვის საშინელი განაჩენია.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია.

„დღეს გამთენიას, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი სანქციები დაადო საქართველოს. ჩვენ „ქართული ოცნების“ მავნებლური რეჟიმის მავნებლური ქმედებებიდან გამომდინარე 15%-ით შეგვიმცირდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან დახმარება. ხაზს ვუსვამ, ეს აღარ არის უკვე საგანგებო განცხადება, ეს არ არის გაფრთხილება, ეს არის კონკრეტული სანქციები, რომელიც დაედო საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს. სამი მთავრი ასპექტი, რის გამოც საქართველოს სანქციები დაედო არის: პირველი - დემოკრატია, დემოკრატიის ხელყოფა, კანონის უზენაესობა, სასამართლო, არჩევნები და ა.შ. მეორე - საქართველოში გამეფებული ტოტალური კორუფცია, განსაკუთრებით ზედა ეშელონებში და მესამე - ინვესტიციების და ბიზნესის ხელშეშლა ქვეყანაში. საქართველოში აღარ შემოდის ინვესტიცია თუ ეს არ არის შეთანხმებული ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ რეჟიმთან.

ეს სანქციები არის საშინელი განაჩენი ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერი არის გადამწყვეტი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სწორი მიმართულებით განვითარება. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ეს არის რეჟიმი, რომელმაც ფაქტობრივად განადგურების ზღვარზე მიიყვანა სახელმწიფო ინტერესები. აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა საქართველოსთვის ნიშნავს მუდმივ ჩახრჩობას სიღარიბის ჭაობში, დემოკრატიის განვითარების ხელყოფას და ისეთივე ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებას საქართველოში, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს კონგრესის რეკომენდაციით სანქციები გაიცა, რომელიც საქართველოსთვის დახმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა
მდინარაძე „ენჯეოებსა“ და მედიაზე - საქართველოში მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics