19:21 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 10:10:46, 3836 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი - ყველა ტრენინგი ონლაინ იქნება ხელმისაწვდომი

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით, ახალი ვებ-პლატფორმა იქმნება.

ყველა ტრენინგი, ვიდეოგაკვეთილი, სემინარი თუ საჯარო ლექცია ონლაინსივრცეში ახალ პლატფორმაზე განთავსდება, რაც საშუალებას მისცემს ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მათთვის საჭირო ინფორმაცია დისტანციურად მიიღონ. გიდებისთვის, საოჯახო-სასტუმრო სახლების, ტურისტული კომპანიების, კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებისთვის უკვე დისტანციურად იქნება ხელმისაწვდომი ყველა ვიდეოგაკვეთილი, სახელმძღვანელო თუ სატრენინგო მასალა, რასაც ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონში ანხორციელებს. გარდა ამისა, გვერდზე განთავსება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი ტრენინგების, სემინარებისა და საჯარო ლექციების განრიგი, რომლებზეც დარეგისტრირება ონლაინ იქნება შესაძლებელი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საშემოდგომო ტრენინგების პროგრამა უკვე ახალი ვებ-პლატფორმაზე სექტემბრიდან ჩაეშვება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის  ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიანაჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგანმანათლებლო პროგრამებს ტურისტულ სექტორში დასაქმებული პირებისთვის მიმდინარე წელსაც გეგმავს. წინა წლების მსგავსად, ყველა სატრენინგო პროგრამა წელსაც უფასო იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics