|
2020-07-06 12:12:46, 4406 ნახვა
რეგიონი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლაგოდეხის ხევი მოინახულა. მდინარე ლაგოდეხის ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც ცენტრის დირექტორმა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და აღნიშნულ მდინარეზე დაგეგმილ ღონისძიებებზე. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი სანდრო შავლაყაძე ესწრებოდა, რომელმაც მზაობა გამოხატა პროექტის განხორციელების ხელშეწყობისათვის. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 74 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალმხრივი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის მიერ და მის განხორცილებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)