|
2015-09-01 11:51:18, 424 ნახვა
გიგლა აგულაშვილი ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და მხარის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად, ანაკლიაში „მომავლის ბანაკს“ სტუმრობდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა „მომავლის ბანაკის“ წევრებს საკუთარ უწყებებში განხორციელებული და სამომავლო პროექტები გააცნეს. გიგლა აგულაშვილმა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისთვის ლექცია გამართა. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა 2 საათის განმავლობაში ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მინისტრებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. დღესვე, სამთავრობო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად, საფეხბურთო მატჩშიც მიიღეს მონაწილეობა. დღის ბოლოს „მომავლის ბანაკში“ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაც გაიმართა. მოსწავლეები სპორტის 5 სახეობაში - ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში ერთმანეთს შეეჯიბრებიან. გამარჯვებულ გუნდებს თასები და მედლები გადაეცემათ. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი „მომავლის ბანაკს“ საქართველოს მთავრობის განკარგულებით ახორციელებს, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებში საქართვლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართვა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)