|
2020-07-01 10:43:24, 3296 ნახვა
რეგიონი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თხილის ახალი საწარმო გაიხსნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელაში, თხილის მიმღებ-გადამმუშავებელი და შემნახველი ახალი საწარმო ამოქმედდა. ახალი საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, გიორგი ხანიშვილმა და ხატია წილოსანმა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნეს. „თხილის ახალი საწარმო ფერმერებს მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. საწარმოში შესაძლებელია პროდუქციის მაღალ დონეზე გაშრობა, დამუშავება, შენახვა, რაც ზრდის თხილის ღირებულებას. მადლობას ვუხდი ამერიკულ მხარეს, რომელიც აქტიურად გვეხმარება ქართული ფერმერული მეურნეობების განვითარებაში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა. „ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც საქართველოს მთავრობასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. კერძო ფერმერები და მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ინვესტიციებს მსგავს ინსტიტუციებში, ხელს უწყობენ თხილის ბაზრისთვის სათანადო პირობების ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს უკეთესი პროდუქციის მიღებას, მეტი შემოსავლების გენერირებას და მეტი სამუშაო ადგილების შექმნას. ახალი საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანია არამარტო კახეთისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. საქართველოსთვის ახალი კორონავირუსის პანდემიისგან მიყენებული ზიანის აღდგენის პროცესში ეკონომიკური ზრდა მთავარ როლს თამაშობს. შესაბამისად, თხილის ბაზარზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია”, - განაცხადა პიტერ ვიბლერმა. სოფელ თელაში მდებარე საწარმო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსა და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ (AgriGeorgia/Ferrero-ს, USAID- ისა და CNFA-ს ერთობლივი პროექტი) მხარდაჭერით აშენდა, რომელსაც ოპერირებას შპს „აგრითრეიდი“ უწევს. საწარმოში, ჯამურად, 900,000-ზე მეტი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 500,000-მდე ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ახალ საწარმოში 16 სამუშაო ადგილი შეიქმნა. საწარმო ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 ფერმერს მოემსახურება. ახალი საწარმოს გახსნას კახეთის რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)