|
2020-06-22 17:15:54, 2396 ნახვა
რეგიონი
გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ
ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროეტების მონახულებას აქტიურად აგრძელებს. დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა ბოლნისის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. გოგი მეშველიანმა და დავით შერაზადიშვილმა დღესვე სოფელ ტალავერში წყალმომარაგების ქსელის გაფართოების სამუშაოებიც დაათვალიერეს. პროექტის ფარგლებში სოფელში არსებული რეზერვუარიდან, 2700 გრძივ მეტრზე ახალი მაგისტრალი მოეწყობა. სოფელში ასევე დამონტაჟდება ახალი ჭაბურღილი და ორი ახალი რეზერვუარი. პროექტის დასრულების შემდეგ, სოფელში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პროექტის ღირებულება 470 000 ლარს შეადგენს და ის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)